|
2020-12-23 12:54:45, 518 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე: დღეს სასტუმროს კლინიკური სტატუსი აქვს და იგი წარმოადგენს შუალედურ რგოლს ბინასა და ჰოსპიტალში მკურნალობას შორის
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ COVID-19 ის მართვაში ჩართულ სასტუმროებზე ისაუბრა. ეკატერინე ტიკარაძეს თქმით,ჯანდაცვის სამინისტრომ ორგანიზებული, უსაფრთხო და გამართული პრაქტიკა დანერგა კლინიკურ სასტუმროში მკურნალობის სახით, სადაც ინფიცირებულებს ზედამხედველობას უწევენ კვალიფიციური ექიმები.მისი განცხადებით,კლინიკურ სასტუმროებში წარმოდგენილია ის მაღალტექნოლოგიური სამედიცნო აღჭურვილობა, რომლებიც საჭიროა შედარებით რთული მდგომარეობების მართვისთვის. ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით , დღეისათვის კლინიკურ სასტუმროებში 9 500-მდე საწოლია მობილიზებულია. „როგორც მოგეხსენებათ, წლის დასაწყისში, სასტუმრო მხოლოდ კარანტინისთვის და ცხელების მქონე პირებისთვის გამოიყენებოდა. დღეს უკვე სასტუმროს კლინიკური სტატუსი აქვს და იგი წარმოადგენს შუალედურ რგოლს ბინასა და ჰოსპიტალში მკურნალობას შორის. კლინიკურ სასტუმროებში წარმოდგენილია ის მაღალტექნოლოგიური სამედიცნო აღჭურვილობა, რომლებიც საჭიროა შედარებით რთული მდგომარეობების მართვისთვის. სწორედ სასტუმროებით არის ჩანაცვლებული ის „საველე ჰოსპიტლები“, რომლის გახსნისკენაც აქტიურად მოგვიწოდებდნენ კონკრეტული ჯგუფები. ჯანდაცვის სამინისტრომ კი ბევრად ორგანიზებული, უსაფრთხო და გამართული პრაქტიკა დანერგა კლინიკურ სასტუმროში მკურნალობის სახით, სადაც ინფიცირებულებს ზედამხედველობას უწევენ კვალიფიციური ექიმები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ კლინიკურ სასტუმროებში მედ-პესრონალს შორის ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი სტაბილურად დაბალ ნიშნულზეა. გაზაფხულის შემდეგ, სასტუმროში მედ-პერსონალის ინფიცირების სულ 3 ემთხვევა დაფიქსირდა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
ტერაქტის მცდელობა თუ პილოტების ჩხუბი კაბინაში - რა მოხდა Flydubai-ს რეისზე
₾100 ათასამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ - პარლამენტმა კანონი მიიღო
2027 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია ₾20-ით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ - ₾60-ით - ბიუჯეტის პროექტი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)