23:20 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-22 21:58:21, 639 ნახვა

პოლიტიკა
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ექიმების მინიმალური ანაზღაურება 3 000 ლარი უნდა იყოს

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ექიმების მინიმალური ანაზღაურება 3 000 ლარი უნდა იყოს.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის ეთერში განაცხადა.

„გულწრფელად, არა როგორც დანაპირები, ვინაიდან ჩემთვის ეს ტერმინი პასუხისმგებლობას და ვალდებულებას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ნაბიჯი და სიტყვა, რომელსაც მე გავცემ და გავაჟღერებ შესრულებული უნდა იყოს, უნდა იყოს მინიმუმ 3000 ლარის ფარგლებში.

მე ვარ დარწმუნებული ერთ რამეში, რომ მე აუცილებლად ვიმუშავებ ძალიან მტკიცედ, როგორც დღეს ბატონმა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა - ჯიუტად და პრინციპულად იმისათვის, რომ ჩვენს ექიმებს ჰქონდეთ ეს ღირსეული ანაზღაურება“,  -  განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics