07:17 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-22 15:02:18, 571 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ProductTank Tbilisi ბრუნდება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით გლობალური შეხვედრების სერია პროდუქტ მენეჯმენტის შესახებ - ProductTank – 23 დეკემბერს, თბილისის დროით 20:00 საათიდან კიდევ ერთ საინტერესო საღამოს გვპირდება.

ღონისძიების სერიას Tbilisi Startup Bureau უკვე 2 წელია სისტემატიურად მასპინძლობს და ამ დროის მანძილზე მუდმივად მზარდი პროდუქტ ქომუნითი ახლა უკვე 1700 ადამიანს შეადგენს. 23 დეკემბრის კონფერენციაზე გაიმართება ასევე პანელური დისკუსიები. ამ შეხვედრის თემა პრიორიტეტიზაციაა და თემის შესახებ ისაუბრებენ სპიკერები: სოფიო გაჩეჩილაძე და ზურა ფაჩოშვილი.

სოფიო გაჩეჩილაძე აჭარაბეთის UX თრაიბის ლიდერია. მისი თემა, სათაურით „დაუნდობელი პრიორიტეტიზაცია“ შეეხება იმას, თუ როგორ ვანიჭებთ პრიორიტეტს სხვადასხვა ფუნქციონალის განვითარებას და რა ასპექტებს უნდა მივაქციოთ ყურადღება პრიორიტეტიზაციის პროცესში. ის გაგვიზიარებს აჭარაბეთის პროდუქტის გუნდის მიერ შემუშავებულ ინსტრუმენტებსა და შაბლონებს პრიორიტეტიზაციის გასაუმჯობესებლად.

ზურა ფაჩოშვილი  ANATOMY 16-ის თანადამფუძნებელია. ის ისაუბრებს პრიორიტეტებზე MVP-ის გარშემო, მოგვიყვება, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება MVP-ის დადგენამდე და როგორ ავარჩიოთ MVP.

ღონისძიებას კი მოდერაციას გაუწევს WiFisher-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ნოდო ივანიძე.

კონფერენცია გაიმართება Zoom პლატფორმის დახმარებით და პარალელურად მოხდება მისი ლაივ სტრიმი Facebook-ზე. გამოსვლების შემდეგ კი ზემოთხსენებული პლატფორმებიდან შეხვედრა, უშუალოდ ვირტუალური ნეთვორქინგისათვის შექმნილ პლატფორმა Wonder-ზე გადაინაცვლებს. შეხვედრაზე დასწრება ამჯერადაც, როგორც ყოველთვის, თავისუფალია ყველა მსურველისთვის, თუმცა საჭიროებს წინასწარი რეგისტრაციის გავლას შემდეგ ბმულზე: https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi/events/275197175/

ღონისძიების პარტნიორია  აჭარაბეთი.

LinkedIn Event

Facebook Event





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics