|
2020-12-21 16:12:28, 736 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - პოსტპანდემიურ პერიოდში ნამდვილად უნდა გავუფრთხილდეთ „ნამახვანის" მსგავს მეგაპროექტებს
„ნამახვანის ჰესების" კასკადზე როდესაც ვსაუბრობთ, ესაა 1,5 მლრდ კვტ / სთ გამომუშავება, რომელიც ჩვენი ელექტროენერგიის მოხმარების დაახლოებით 10 პროცენტია. ესაა 800 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია და ჩვენ 2021 წელს, პოსტ-პანდემიურ პერიოდში ნამდვილად უნდა გავუფრთხილდეთ ასეთ მეგაპროექტებს. პროექტში დასაქმდება 2000 - მდე ადამიანი, ძირითადად, საქართველოს მოქალაქეები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე განაცხადა. მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, როდესაც ასეთი მსხვილი პროექტი ხორციელდება, მას ცალსახად გააჩნია თავისი ზეგავლენა გარემოზე. „ამ საკითხს ძალიან სკრუპულოზური შესწავლა და კონტროლი სჭირდება. თავად ინვესტორმაც ძალიან ბევრი გააკეთა ამ მიმართულებით - საკმაოდ ბევრი კვლევა ჩაატარა, სოციალურ პროექტებსაც ახორციელებს, მათ შორის, ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაშია ხეობაში მცხოვრებ მოსახლეობასთან, მათ შორის, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მეფუტკრეობა და მეღვინეობა," - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ინვესტორი კომპანია თანამშრომლობს ხეობის მცხოვრებლებთან, ახორციელებს სხვადასხვა სოციალური ინფრასტრუქტურის, მათ შორის, საბავშვო ბაღისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციას. „მაგრამ, ბუნებრივია, პერიოდულად ჩნდებოდეს გარკვეული კითხვები, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ინვესტორთან და მოვუწოდებთ კიდეც, რომ უფრო მეტად შევიდეს პროექტის განმარტებაში, თუ როგორ არის ყველა რისკი აცილებული," - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ნებართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის გაცემული. „ჩატარებულია გარემოს დაცვის შეფასება და საჯარო მოსმენები. ის ფაქტიც კი, რომ ნებართვას ჩვენ ეტაპობრივად გავცემთ და თითოეული სამუშაო ციკლის შემდეგ კვლავ ხდება გადამოწმება, რამდენად შესაბამისობაშია ის დამტკიცებულ პროექტთან, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ამ ობიექტს და მის უსაფრთხოებას. ჩვენ ამ პროცესს ვაკონტროლებთ და ვამონიტორებთ," - განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 28.2 მლრდ აშშ დოლარი (74.5 მლრდ ლარი) შეადგინა
რუსეთის მოქალაქე, რომელმაც თბილისში აივნიდან გადმოაფსა, 15 დღით დააკავეს და შემდეგ საქართველოდან დაადეპორტებენ
საუდის არაბეთმა Flydubai-ს ბორტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)