23:20 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-21 15:40:55, 634 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - მიუხედავად ხელისუფლების განცხადებებისა, მზად ვართ, მივიდეთ მე-5 რაუნდზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიცია მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე აუცილებლად მივა.

მისი თქმით, ისინი მე-5 რაუნდზე ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლების საბოლოო პოზიციას მოისმენენ.

„ჩვენ ველოდებით მე-5 რაუნდის დანიშვნას. როგორც კი დაინიშნება მე-5 რაუნდი, მიუხედავად იმ განცხადებებისა და იმ ინიცირებული კანონპროექტებისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო დღეების განმავლობაში, მზად ვართ, მივიდეთ მოლაპარაკებებზე. რა თქმა უნდა, ეს ქმნის უმძიმეს ფონს ამ მოლაპარაკებებზე, თუმცა აუცილებლად მივალთ. ამ მოლაპარაკებებზე ერთადერთი რამისთვის მივდივართ, რომ მოვისმინოთ ხელისუფლების საბოლოო პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics