06:55 - 13 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-21 12:34:08, 316 ნახვა

საზოგადოება
რატომ ვირჩევთ თიბისი ფეის ინტერნეტ გადახდებისთვის

თიბისი ფეი უკვე 12 წელია მომხმარებლებს მომენტალური გადახდების სწრაფ და მოქნილ სისტემას სთავაზობს.  გადახდების შესასრულებლად შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის მოსახერხებელი ფორმა - სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, 24-საათიანი ვებგვერდი ან მრავალფუნქციური მობილური აპლიკაცია. თუმცა თიბისი ფეი აღარ არის ადგილი, რომელსაც მხოლოდ ყოველთვიური გადასახადებისთვის ვიყენებთ. კომპანიამ სისტემაში არაერთი ინოვაციური ფუნქცია დაამატა, რომლითაც მომხმარებლებს თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების უახლესი სერვისი წარუდგინა. თიბისი ფეი გახდა ადგილი, სადაც  ერთ სივრცეშია შესაძლებელი თანხის მიღება, გაგზავნა და 1000-ზე მეტი სერვისის გადახდა. 

ერთიანი ციფრული პლატფორმა

თიბისი ფეი მომხმარებელს უამრავ საჭირო და სასარგებლო სერვისს სთავაზობს. მომმარებელს შეუძლია ამ ყველაფრით სახლიდან გაუსვლელად ისარგებლოს და ინტერნეტ გადახდებისთვის სრულყოფილი და მოსახერხებელი ციფრული პლატფორმა გამოიყენოს. ვებგვერდი მრავალფუნქციურია და მომხმარებელს არაერთი ფინანსური ტრანზაქციის განხორციელება შეუძლია. მაგალითად, თუ თანხის გადარიცხვა გსურთ, ამისათვის სამი გზა არსებობს. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი:

  • გადარიცხვა მიმღები პირის ბარათის 16-ნიშნა ნომრის მითითებით;
  • გადარიცხვა მიმღების დაბადების თარიღის და პირადი ნომრის მითითებით;
  • გადარიცხვა მიმღების მობილურის ნომრის მითითებით.

TBC Pay გიმარტივებთ საქმიანობას და თქვენი ფინანსური ოპერაციების შესასრულებლად მარტივ და კომფორტულ სერვისს გთავაზობთ. ონლაინ პლატფორმა მოსახერხებელი ნავიგაციით და მარტივი ინტერფეისით გამოირჩევა. ვებგვერდი სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე ციფრული უსაფრთხოების მოთხოვნებს. მისი გამოყენება რეგისტრაციის გარეშეც შეგიძლიათ მაგრამ რეგისტრირებულ მომხმარებლებს დამატებითი ფუნქციებით შეუძლიათ სარგებლობა, მაგალითად:

  • შექმნან ყოველთვიური გადასახადების შაბლონები და გაიმარტივონ ყოველი მომდევნო გადახდა;
  • ნებისმიერ დროს ამობეჭდონ  გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
  • დაამახსოვრონ საბანკო ბარათი და თავიდან აირიდონ მონაცემების ყოველ ჯერზე ხელახლა შეყვანა;
  • გადახდების ისტორიაში ნახონ ყოველი ტრანზაქცია და ამ გზით უკეთ აკონტროლონ დანახარჯები.

გარდა ამისა, შესაძლებელია ისარგებლოთ დავალიანების შესახებ შეტყობინების მიღების სერვისით და თქვენს სააბონენტო ნომერზე დავალიანების ასახვისთანავე მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღოთ. ასე არასოდეს გამოგეპარებათ მნიშვნელოვანი გადასახადები და რისკი იმისა, რომ მოულოდნელად, მაგალითად, ელექტროენერგიის გარეშე დარჩეთ, მინიმუმამდე გექნებათ დაყვანილი.

რას ვიხდით ინტერნეტით

ინტერნეტ  გადახდებით დღეს უამრავი ადამიანი სარგებლობს. ასე შეგვიძლია სახლიდან გაუსვლელად, ჩვენთვის მოსახერხებელ დროს, სიჩქარის გარეშე შევასრულოთ საჭირო ფინანსური ოპერაციები.

თიბისი ფეი აერთინებს 1000-ზე მეტ კომპანიას, რომელთა 1000-ზე მეტ სერვისსაც მარტივად, ერთ სივრცეში, ერთი კლიკით გადაიხდით. კომპანიები კატეგორიებადაა დაყოფილი, რაც საჭირო სერვისის მოძებნას გაგიადვილებთ. თიბისი ფეიზე წარმოდგენილია კომუნალური გადასახადების 52 სერვის-პროვაიდერი, სატელეკომუნიკაციო სერვისების 82 პროვაიდერი, 17 სახელმწიფო ორგანიზაცია, საფინანსო სფეროს 125 წარმომადგენელი კომპანია და ა.შ. სერვისების ჩამონათვალი დიდი და ვრცელია. თიბისი ფეიზე ასევე შესაძლებელია ისეთი სერვისების მიღება, რაც საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის, მაგალითად ITunes  & App Store-ის ბალანსის შევსება ვირტუალური Gift card-ის საშუალებით, ასევე შესაძლებელია Playstation Store და  Google Store-ის ბალანის შევსება. სულ ახალი დამატებულია ონლაინ თამაშები, რომელთა ბალანსსაც თიბისი ფეიზე მარტივად შეავსებთ, ესენია: Xsolla, PUBG, Neltharion, World of Warolanes   და World of Warships.

რისი გადახდა გსურთ? აქ ყველაფერს იპოვით. რაც მთავარია, თიბისი ფეიზე ყველა გადახდა მომენტალურად სრულდება. აქ არსებობს არასამუშაო დღის, შაბათ-კვირის თუ ღამის საათების გამო ჩარიცხვის დაგვიანება. თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენს მიერ გადახდილი თანხა მიმღების ანგარიშზე უახლოეს წუთებში აისახება.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული დარტყმის შედეგად თურქული კომპანიის გემის დაზიანებას უპასუხა
პარლამენტის წინ კობახიძის პუტინთან ფორუმში მონაწილეობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ფრანკფურტის აეროპორტში ერთ-ერთ მგზავრს 11 000-ზე მეტი დაუმუშავებელი ბრილიანტი ჩამოართვეს
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი