23:12 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-17 12:26:20, 717 ნახვა

პოლიტიკა
იური ნოზაძემ და USAID-ის მისიის დირექტორმა კარტოფილის სექტორის განვითარების საერთაშორისო მიდგომები განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და USAID-ის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა ონლაინ შეხვედრაზე საქართველოში კარტოფილის სექტორის განვითარების საერთაშორისო მიდგომები განიხილეს.

როგორც ონლაინ შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მეკარტოფილეობის სისტემური განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (CIP) ახალ ინიციატივას იწყებს და საქართველოს კარტოფილის ფორუმის შექმნას გეგმავს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში კარტოფილის სექტორის გაძლიერებას და საჭირო ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელებას, რაც კარტოფილის მინდვრიდან ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს.

„კარტოფილის საერთაშორისო ცენტრთან (CIP) ჩვენს სამინისტროს და კერძო სექტორს თანამშრომლობის ძალიან კარგი პრაქტიკა აქვს. სწორედ ამ მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია, რომ ქვეყანაში მყარად ვითარდება მეკარტოფილეობის დარგი, ინერგება ახალი ტექნოლოგიები და ჩნდება კარტოფილის ახალი ჯიშები. მთავრობა მხარს უჭერს და ხელმძღვანელობს კარტოფილის ფორუმის ჩამოყალიბებას, საქართველოში კარტოფილის სექტორში მდგრადობისა და მომგებიანობის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

როგორც შეხვედრაზე USAID-ის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა აღნიშნა, საქართველოში ფერმერები მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან.

„მონაწილეობრივი საბაზრო ჯაჭვის მიდგომების (PMCA) დანერგვა და მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ფერმერებს საქართველოს ბაზარზე აწარმოონ სათანადო ხარისხისა და რაოდენობის კარტოფილი. ფორუმის შექმნის შედეგად, მივიღებთ მაღალი ხარისხის კარტოფილს და გაზრდილ შემოსავლებს. კარტოფილის სექტორის განვითარების გაგრძელება საქართველოს მთავრობის, ფერმერების, კერძო სექტორის ინვესტორების და სხვა საერთაშორისო დონორების პარტნიორობაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა პიტერ ვიბლერმა.

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს კარტოფილის ფორუმი ყურადღებას გაამახვილებს ისეთ სფეროებზე, სადაც წარმოებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართ უფრო დინამიური შესაძლებლობები შეიქმნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics