|
2020-12-15 23:39:07, 603 ნახვა
კომენტარი
იაგო ხვიჩია - ჩვენ ფული არ აგვიღია ბიუჯეტიდან, ჩვენ არც ერთ არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებთ
„ჩვენ არც ფული არ აგვიღია ბიუჯეტიდან, ჩვენ, „გირჩი“ არ ვაპირებთ მონაწილეობას არცერთ არჩევნებში“, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს ბოიკოტის პირობებზე და მისი დარღვევის მიზეზებზეც. „ამ წუთას რაც არის მთავარი სასაუბრო და რაზეც უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ, სულ ორი გადაწყვეტილებაა მისაღები, ერთი ბოიკოტი და მეორე რა არის ის, რის გამოც ბოიკოტი ირღვევა და ყველა შედის "ნაციონალური მოძრაობის" ჩათვლით. თუ მეორე საკითხზე მარტო ერთი პასუხია - ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლებას ამაზე წითელი ხაზი აქვს გავლებული, მაშინ ოპოზიცია, თუ ნორმალური ხალხი ვართ, უნდა ვლაპარაკობდეთ როგორ წარმოგვიდგენია ბოიკოტი. იმიტომ, რომ მე და ლევან იოსელიანს ბოიკოტი წარმოგვიდგენია სხვანაირად. ჩვენ არც ფული არ აგვიღია ბიუჯეტიდან, ჩვენ, „გირჩი“ არ ვაპირებთ მონაწილეობას არცერთ არჩევნებში, თუ ბოიკოტში ვართ, სანამ მოთხოვნა არ შესრულდება, მათ შორის არც ადგილობრივ არჩევნებში, ხოლო ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან ფიქრობენ, რომ ყველაფრის მიუხედავად, ადგილობრივ არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა, რაც ჩემში იწვევს გაკვირვებას. ბოიკოტში არ შევდივარ საქართველოს პარლამენტში და მონაწილეობას ვღებულობ მარტვილის რაიონის საკრებულოს არჩევნებში?!“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)