|
2020-12-09 11:22:32, 563 ნახვა
საზოგადოება
კეცხოველის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა სრულდება
გლდანში, კეცხოველის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელისა და წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, უხვი ნალექის დროს კეცხოველის და მიმდებარე ქუჩების დატბორვის მიზეზი ამ ქუჩებზე სანიაღვრე სისტემების არარსებობა იყო. მისივე თქმით, კეცხოველის ქუჩის სანიაღვრე სისტემის დაერთება ხიზანიშვილის ქუჩის ცენტრალურ სანიაღვრე სისტემაზე, საბოლოოდ მოაგვარებს უხვი ნალექით გამოწვეულ პრობლემებს. „სრულდება კეცხოველის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები. თქვენ იცით, რომ ძლიერი წვიმების დროს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სანიაღვრე ქსელი და მთელი დატვირთვა მოდის ამ ორ ცენტრალურ ქუჩაზე - ხიზანიშვილზე და ვეკუაზე. გვაქვს პრობლემა, რომ არცერთ იმ ქუჩაზე, რომელიც უერთდება ვეკუა -ხიზანიშვილის ქუჩებს, არ არსებობს სანიაღვრე სისტემა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და პირდაპირ გზაზე მოედინება ეს დაგროვილი წყლები. რა ხდება კორპუსების ეზოებში, ამაზე აღარ გავაგრძელებ საუბარს. ფოტოებზეც ჩანს, წვიმის დროს რამდენად მძიმე სურათია. შესაბამისად, გამგეობას დავალებული აქვს, რომ ყველა ეზოში მოეწყოს სანიაღვრეები და ასევე, მინდა, თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს დავავალო, სანიაღვრე ქსელისა და წყლის სისტემების მოწყობის მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეს ქსელი დაერთდეს ხიზანიშვილის ქუჩაზე, ცენტრალურ მილზე. ეს სამუშაოები რამდენიმე დღეში მთლიანად უნდა იყოს დასრულებული იმისთვის, რომ უხვი ნალექის მოსვლით გამოწვეული პრობლემები თავიდან ავირიდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
ევროპაში სიცხეებმა ჩინურ კონდიციონერებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა გამოიწვია
1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ, ჯარიმებს შესაბამისად გამოწერენ
"ივანიშვილი არის დასამხობი" - ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)