23:13 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-07 17:53:32, 459 ნახვა

საზოგადოება
მინისტრი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ესტუმრა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ესტუმრა. მინისტრი  ცენტრის ხელმძღვანელობას შეხვდა  და სადისპეტჩერო ცენტრში არსებულ პრობლემებს ადგილზე  პირადად  გაეცნო.  შეხვედრაზე საუბარი შეეხო პაციენტების დროულ ჰოსპიტალიზაციასა და ნაკადების სწორ მართვას.

„საგანგებო  სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გაიმართა. დეტალურად გავეცანით მათ პრობლემებს. საუბარი შეეხო პაციენტების ჰოსპიტალიზაციასა  და ნაკადების მართვას, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს პაციენტების განთავსება როგორც სასტუმროებში , ასევე სამედიცინო დაწესებულებებში“-ამის შესახებ  ჯანდაცვის მინისტრმა , ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

შეხვედრას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფის და მართვის დეპარტამენტის უფროსიც ესწრებოდა. ამირან გოგიტიძეს განცხადებით,  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე  შემთხვევებზე დაუყოვნებლივ რეაგირებენ.

„მინისტრი პირადად გაეცნო სამუშაო პროცესსა და სადისპეტჩერო სამსახურის მუშაობს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები  დანიშნულების ადგილზე ოპერატიულად მიდიან და შესაბამის რეაგირებას ახორციელებენ“, - განაცხადა ამირან გოგიტიძემ.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟები საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად 3000 გამოძახებას ასრულებენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics