|
2020-12-04 18:37:22, 473 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილე არაფორმალური განათლების ორგანიზაციების სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმს დაესწრო
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ინიციატივით, არაფორმალური განათლების ორგანიზაციების სტრატეგიული პარტნიორობის VII ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს მასშტაბით მოქმედი მრავალპროფილიანი სასწავლო, კულტურული, სპორტული, არაფორმალური განათლების ორგანიზაციები. ღონისძიებაში მონაწილეობდა დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია და დარგის ექსპერტები. ფორუმის მოდერატორი ეროვნული სასახლის დირექტორი თინათინ რუხაძე იყო, რომელმაც სასახლეში მიმდინარე ცვლილებებზე, ახალ სერვისებზე, სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა. ფორუმის მსვლელობისას დარგობრივი პრეზენტაციები გამართეს ეროვნული სასახლის საგნობრივი მიმართულების ხელმძღვანელმა - ლია შენგელიამ და პროექტების სამსახურის უფროსმა - ლევან დვალმა. ყურადღება გამახვილდა მომავალი თაობის აღზრდაში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების საკითხებზე. არაფორმალური განათლების ექსპერტმა, ქეთევან გრიგოლიამ, ისაუბრა სფეროს როლზე, არსებულ საერთაშორისო პრაქტიკაზე და ახალგაზრდების მოზიდვის მნიშვნელობაზე. მან განიხილა არაფორმალური განათლების თანამედროვე სტანდარტების თავისებურებები და საერთაშორისო პროგრამების დანერგვის მეთოდები. ფორუმის დასასრულს, მონაწილეებმა განიხილეს რეგიონებში არაფორმალური განათლების სფეროში შექმნილი პრობლემები. გაიმართა დისკუსია პანდემიით გამოწვეული საკითხების გადაჭრის გზებზე და სხვა აქტუალურ თემებზე. ფორუმის მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის შემდგომ პერსპექტივებსა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)