17:27 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-03 17:27:57, 561 ნახვა

საზოგადოება
ფანასკერტელის ქუჩაზე სკვერი მოეწყო

საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩა N12ა კორპუსის მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

დასრულებულ  სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„აღნიშნული ტერიტორია გაყიდული იყო კერძო მესაკუთრეზე. თბილისის მერის გადაწყვეტილებით, ადგილმონაცვლეობა განხორციელდა და სივრცე დაუბრუნდა მუნიციპალიტეტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის ასევე,  ადგილობრივი  მოსახლეობისთვის. ვცდილობთ, რაიონში რაც შეიძლება მეტი კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე შევქმნათ. ვფიქრობ, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

ტერიტორიაზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და საპარკე სკამები განთავსდა. აგრეთვე, გაკეთდა საბავშვო მოედანი, სადაც კომბინირებული ატრაქციონი დამონტაჟდა.

აღნიშნულ მისამართზე სკვერის მოსაწყობად საბურთალოს რაიონის გამგეობამ  228 159 ლარი გამოყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics