|
2020-12-02 11:11:00, 463 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილმა ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ფარგლებში გამართული ონლაინ შეხვედრა თემაზე „გზა ბიოდეგრადირებად შეფუთვისკენ საქართველოში“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ონლაინ შეხვედრაში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორი ალექსანდრე დარასი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი და ევროპელი ექსპერტები მონაწილეობდნენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და გაეროს განვითარების პროგრამას მხარდაჭერისათვის და ყურადღება სახელმწიფოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრიორიტეტულობის და ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობის საკითხებზე გაამახვილა. „მოგეხსენებათ, 2019 წლიდან, ქვეყნის ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. თუმცა, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში პლასტიკით გარემოს დაბინძურება და ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი დიდი რაოდენობით გამოყენება მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ამ მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროექტის ინიციატივა, რაც აღნიშნული მიმართულებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითებისა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა შვედეთის მთავრობისა და საელჩოს მხარდაჭერით, პროექტის „დაიცავი საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ქვეყნისთვის ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიის მომზადების მნიშვნელობაზე და ხაზგასმით აღნიშნა, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ, რომლის საფუძველზეც ქვეყანა გარემოს დაცვის პოლიტიკის წარმოების ახალ ეტაპზე გადადის, რაც ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას ემსახურება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც ბიოდეგრადირებადი შეფუთვის ზოგად სტანდარტებს და საკვებ პროდუქტებში გამოყენების ხარისხის ასპექტებს, ასევე, შესაფუთი მასალის მწარმოებლებისა და ქართული კომპანიების თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხებს.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)