19:32 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-30 15:17:47, 477 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცნობებს მოქალაქეებს, რომ სანქციების თავიდან ასაცილებლად სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურის განსახორციელებლად დასვენების დღეებში, სამშაბათსა და ხუთშაბათს, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში ერთი დღით ადრე გამოცხადდნენ.

უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გარდა მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს ნუ მიმართავენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებითა და სააგენტოს ახალი სამუშაო გრაფიკის მიხედვით, ის მოქალაქეები , რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურის განხორციელება უწევთ დასვენების დღეებში, სამშაბათსა და ხუთშაბათს, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში გამოცხადდნენ ერთი დღით ადრე, ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესებული საჯარიმო სანქციების თავიდან აცილების მიზნით.

​ახალი სამუშაო გრაფიკის თანახმად, შეგახსენებთ, რომ მომსახურების სააგენტოს შეგიძლიათ მიმართოთ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს.

ამასთანავე, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ნუ მიმართავთ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს, ხოლო მიმართვის შემთხვევაში, თავი შეიკავეთ გარეშე პირების თანხლებისაგან. ასევე, მოგიწოდებთ, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდეთ პირბადით“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics