15:24 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-30 14:05:09, 423 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - მსურს დავარწმუნო მოსახლეობა, რომ სამედიცინო ჟანგბადით მომარაგების კუთხით სირთულე არ შეიქმნება

„პრემიერ-მინისტრისა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო ჩართულია საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოების სიმძლავრეების გაზრდის ხელშეწყობასა და ასევე მარაგების შექმნის თვალსაზრისით", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, პანდემიის შემდეგ ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება დაახლოებით სამჯერ არის გაზრდილი და დღეში 80 ტონას აჭარბებს.

„ჩვენ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ვმუშაობთ, რათა არ შეიქმნას დეფიციტი. მინდა დავარწმუნო მოსახლეობა და ჯანდაცვის სექტორი, რომ სამედიცინო ჟანგბადით მომარაგების კუთხით სირთულე არ შეიქმნება“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, დღეს არსებული სიმძლავრეები იზრდება, კერძოდ - პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სამინისტრო დაეხმარა ჟანგბადის რამდენიმე წარმოებას, რათა თავის პოტენციურ სიმძლავრეებზე გასულიყო, ახალი დანადგარები დაემონტაჟებინა, ან მწყობრიდან გამოსული შეეკეთებინა, შედეგად კი სამედიცინო ჟანგბადის ადგილობრივი წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„დავინახეთ რა ამის საჭიროება, მთავრობასთან შეთანხმებით, ოპერატიულად შევიძინეთ თურქეთის ერთ-ერთ ქარხანაში ჟანგბადის დიდი სიმძლავრის 10 გენერატორი თავისი კომპრესორით. თითოეული დღეში 1 ტონა ჟანგბადს აწარმოებს. აქედან ორი დანადგარი უკვე ჩამოვიდა საქართველოში და დამონტაჟდა რუხის კლინიკაში, სადაც ეს პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია. 17 დეკემბერს ველოდებით, რომ კიდევ 6 დანადგარი შემოვა თურქეთიდან და უკვე წინასწარ ვიცით, რომ აქედან 3 დამონტაჟდება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და კიდევ სამი, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, დამონტაჟდება თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ეს პრობლემა იქნება ასევე გადაჭრილი.  დარჩენილი დანადგარები, როდესაც ჩამოვა, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, სხვადასხვა კლინიკებში გადანაწილდება. გარდა ამისა, ჩვენ ხელი შევუწყეთ კერძო კლინიკებს, თავადაც შემოეტანათ ასეთი დანადგარები და გაეზარდათ სამედიცინო ჟანგბადის სიმძლავრეები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, კოვიდ-ის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლინიკების სამედიცინო ჟანგბადით მომარაგება.

„ჟანგბად-დამოკიდებული პაციენტების მკურნალობის დროს ჟანგბადით მომარაგება სრულადაა გადაწყვეტილი და ამ მხრივ, დეფიციტი არ იქნება. ასევე მე სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ჟანგბადზე გაზრდილი მოთხოვნიდან, 80 - ზე მეტი ტონიდან, დღეში პრაქტიკულად 90 პროცენტი უკვე ადგილობრივი წარმოებით იფარება. ეს არის ადგილობრივი წარმოების სამედიცინო ჟანგბადი", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო პერიოდულად ერთვება იქ, სადაც ამის საჭიროება არის და შეგვიძლია ადგილობრივი წარმოებით გადავწყვიტოთ  პრობლემა.

„პირველ ეტაპზე, იყო პირბადეები. როდესაც მთელს მსოფლიოში პირბადეების დეფიციტი იყო, ჩვენ არ ვაგრძნობინეთ მოსახლეობას პირბადეების დეფიციტი და დავეხმარეთ საწარმოებს, აეწყოთ როგორც პირბადეების, ასევე სადეზინფექციო ხსნარების და სხვა აუცილებელი პროდუქციის ადგილობრივი წარმოება. დღეს ეს არის ადგილობრივი ჟანგბადით მომარაგება", - განაცხადა ნათია თურნავამ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ
კობახიძე - ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics