19:32 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-30 13:38:39, 441 ნახვა

საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებები გადმოსცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინაციითა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, მაღალი გამავლობის 10 ავტომანქანა, ასევე, კომუნიკაციის საშუალებები გადმოეცა.

1.4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებები სრულად აკმაყოფილებს სახმელეთო საზღვრის დაცვის მოთხოვნებს და საზღვრებზე დანაშაულის პრევენციის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

აღჭურვილობის განახლება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, „საქართველოში საზღვრისა და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფის“ პროექტის ფარგლებში, განახორციელა.

ევროკავშირი აქტიურად განაგრძობს საქართველოში საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესის მხარდაჭერას, რაც საზღვრის მართვის სისტემების შემდგომ განვითარებას და მოდერნიზებას გულისხმობს. ევროკავშირის დაფინანსებით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics