20:46 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-27 11:42:20, 489 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ზღვაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისის ზღვის მიმდებარედ, უცნობ გმირთა ქუჩა N23-ში არსებულ დევნილთა დასახლებაში („ოქროს საწმისის“ შენობა) მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. წყალსადენის ახალი ქსელის მოწყობა დასრულდა და ამ ეტაპზე, წყალარინების სისტემა იცვლება.

პროექტის ფარგლებში, 92 ოჯახისთვის წყალსადენის ახალი შიდა ქსელი დამონტაჟდა - ბინებში არსებული სველი წერტილების სისტემა სრულად შეიცვალა, რამაც ჯამში, 3 200 გრძივი მეტრი შეადგინა. ასევე, ყველა ოჯახში შეიცვლება წყალარინების შიდა ქსელი. 331 გრძივ მეტრზე მიწისქვეშა კომუნიკაციების გარე ქსელი მოეწყო, აგრეთვე, შენობის მიმდებარედ 8 საკომუნიკაციო ჭა მონტაჟდება.

მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„ვასრულებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს. „ოქროს საწმისის“ შენობაში წყალმომარაგების სერიოზული პრობლემა იყო. საჭირო გახდა წყლისა და წყალარინების სრულიად ახალი ქსელის მოწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებს კომუნიკაციების პრობლემები აღარ შეაწუხებთ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება 160 000 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics