09:46 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-20 00:06:49, 515 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებას არცერთი თეთრი არ მოჰკლებია

პანდემიის პირობებში, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით ბიუჯეტით განსაზღვრული ფინანსები უცვლელი დარჩა და მას თანხები არ მოკლებია. ამის შესახებ თბილისის მერმა „ფეისბუქ მიმართვისას“ განაცხადა.

კახა კალაძემ უსაფუძვლო უწოდა ოპონენტების კრიტიკას იმასთან  დაკავშირებით, რომ საახალწლო განათებების ხარჯები, თითქოს, მერიის  სოციალურ პროგრამებს  მოაკლდა.

მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, დედაქალაქის მერია ჯანდაცვასა და სოციალურ მიმართულებებს უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევს.

„ძალიან ბევრი იწერება იმაზე, რომ იმ თანხებით, რაც საახალწლო განათებებზე იხარჯება, დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ერთადერთი მიმართულება ამ რთულ ვითარებაში და პანდემიის პირობებში, რომელსაც არ შევხებივართ, არის ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. ჩვენ გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების გადაწევა, დაფინასების შეჩერებაც მოგვიწია, რადგან ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, იყო სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები,  ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებას არცერთი თეთრი არ მოჰკლებია. ბიუჯეტის 30 პროცენტი - 350 მილიონი ლარი იხარჯება ამ მიმართულებით. არასდროს მითქვამს და არ მიყვარს ამაზე საუბარი, თუმცა, უამრავ პროგრამას ვაფინანსებთ. პირადად მე, ჩემი შესაძლებლობებით, უამრავ ადამიანს ვეხმარები,  არა მხოლოდ მე და მუნიციპალიტეტი, არამედ სახელმწიფო, ხელისუფლება, რომ გვერდში დავუდგეთ იმ ოჯახებს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. ამდენად, რაც გვაქვს დაგეგმილი, რომ საახალწლოდ ქალაქი იყოს გალამაზებული, ბავშვებს გავულამაზოთ ახალი წლის დღეები, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ და არ წავართმევთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ახალ წელს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ეპიდემიის გამო განსხვავებულ ფორმატში იგეგმება საახალწლო ღონისძიებები.

„საახალწლო ღონისძიებებზე ცოტა მოგვიანებით მოგვიწევს საუბარი. არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, განსხვავებულ ფორმატში მოგვიწევს ამის გაკეთება. რაც მთავარია, ჩვენი ქალაქი იქნება ყველაზე გალამაზებული, განათებული,  მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ამ ყველაფერს“, - განაცხადა კახა კალაძემ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს
პრეზიდენტი - პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!
შსს - სამართალდამცველებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 2 პირი დააკავეს
კახა კალაძე: ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics