2020-11-19 22:48:07, 350 ნახვა
საზოგადოება
მომავალი ათწლეულის ყველაზე პერსპექტიული დასაქმების სფეროები
![]() დასაქმება ყოველთვის მნიშვნელოვანია, მრავალფეროვანი ინტერესებისა და შესაძლებლობების ფონზე შეიძლება პერსპექტიული ვაკანსია გამოგვრჩეს ან პროფესიის არჩევისას შევცდეთ. აუცილებლად დააკვირდით რას საქმიანობს კომპანია თუ ვაკანსიის ძიებაში ხართ, რადგან თქვენი სტაბილური მომავალი, დამსაქმებლის კეთილდღეობაზეც არის დამოკიდებული. გაგაცნობთ შემდეგი ათწლეულის ყველაზე პერსპექტიულ დასაქმების სფეროებს, რომ თქვენი ძიება სწორად მიმართოთ. 1. აპლიკაციებისა და სოფტის დეველოპმენტი ეს ის სფეროა რომელიც მუდმივად ვითარდება და უახლოეს მომავალში მუდმივად მოთხოვნადი იქნება. შესაძლოა დასაქმდეთ ამ მიმართულებით ან ისეთ კომპანიაში მოიძიოთ პოზიცია რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, იცოდეთ რომ სწორ გზაზე ხართ, უახლოეს მომავალში დეველოპერული საქმიანობა მხოლოდ გაიზრდება და უფრო მოთხოვნადი გახდება.
2. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვითარდება და იხვეწება როგორც ფარმაცევტული ასევე ზოგადად სამედიცინო მომსახურების სფერო. თუ ამ სფეროში მედიცინის მუშაკის სახით დასაქმების იმედი არ გაქვთ, მაშინ იფიქრეთ ადმინისტრაციულ მიმართულებებზე ან ფარმაცევტის პოზიციაზე, ასე სსწავლაში დროსაც დაზოგავთ და სტაბილური შემოსავალიც გექნებათ.
3. ბავშვის განათლების სფერო ბავშვებთან მუშაობა ნიჭია და ზოგიერთ ადამიანს ეს ნიჭი თანდაყოლილად აქვს, ზოგი კი შესაბამის განათლებას იღებს. ძიძით დაწყებული პედაგოგით დამთავრებული ამ სფეროშიც ყველა პოზიცია ძალიან მოთხოვნადია. ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით ვაკანსიას სადაც ეძებენ კარგ, სანდო, პატიოსან ადამიანს ბავშვთან სამუშაოდ. თუ საკუთარ თავში აღმოაჩინეთ ნიჭი ან ცოდნა რომელიც მზად ხართ ბავშვებს გაუზიაროთ, თამამად შეაბიჯეთ ფეხი და აირჩიეთ დასაქმება ამ სფეროშიც.
4. მზრუნველი პროფესიები ძალიან პოპულარული გახდა და უკვე ხშირია საქართველოშიც ისეთი საერთაშორისო პროექტები სადაც მოხალისეები სჭირდებათ. ზოგადად საერთაშორისო ბაზართან ჩვენი სიახლოვე ერთი ორად გაიზარდა. ძალიან ფასობებ ადამიანები ვინც მზად არის სხვაზე ზრუნვა გაწიოს, ცოდნისა და სურვილის შესაბამისად. თუ ხედავთ ამ თვისებას საკუთარ თავშიც თქვენ აუცილებლად იპოვით საკუთარ ადგილს და იდეალურ ვაკანსიას.
5. ფინანსური და საბუღალტრო საქმიანობები
სანამ ფული არსებობს, იარსებებს ფინანსური და საბუღალტრო დასაქმებაც. რადგან მსგავსი ვაკანსიები საკმაოდ ხშირია, როგორც ჩანს ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად არ არის საკმარისი კარგი კადრი, თუ თქვენ გეგავთ ამ სფეროში მოღვაწეობას გირჩევთ ნდობისა და რეპუტაციის შექმნით დაიწყოთ. ამ მწირი ჩამონათვალის გარდა ძალიან პოპულარული და მოთხოვნადია ისეთი დასაქმების სფეროები როგორიცაა: სამართალი, მენეჯმენტი, ციფრული მარკეტინგი და ა.შ. თუმცა ყოველთვის მნიშვნელოვანია რაც არ უნდა აირჩიოთ მიზნად დაისახოთ პირველობა და ჯანსაღი კონურენციით ისიამოვნოთ, მაშინ ყველა სასურველი ვაკანსია და პოზიცია თქვენი იქნება.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2021-01-24 10:09:16 მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 99 მილიონს გადააჭარბა 2021-01-23 18:35:07 აზერბაიჯანში კორონავირუსის 162 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 2021-01-23 16:17:21 დეკანოზი დიმიტრი აბაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა 2021-01-23 13:42:51 აშშ-ში კორონავირუსის 186 891 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 655 პაციენტი 2021-01-23 11:18:44 სომხეთში კორონავირუსის 198 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ვიდეო/LIVE ჯო ბაიდენის ინაუგურაცია
საქართველოში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 636 პაციენტი
დღის თემა
|