05:43 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-19 18:18:57, 479 ნახვა

კომენტარი
მიხეილ დუნდუა: გლობალური კეთილდღეობის ინდექსში საქართველოს აქვს ისტორიული მაქსიმუმი, რაც მნიშნელოვანი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის

„გლობალური კეთილდღეობის ინდექსში" საქართველოს აქვს ისტორიული მაქსიმუმი, რაც მნიშნელოვანი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის,  - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ „გლობალური კეთილდღეობის ინდექსის" კვლევაში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წელს საქართველო კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში უსწრებს ყველა მეზობელ ქვეყანას, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.

„ყველაზე სასიხარულოა, რომ ანგარიშში საქართველოს დაეთმო სპეციალური თავი, სადაც ჩვენი ქვეყანა დასახელდა ღია აღმშენებლობის, მდგრადი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკური განვითარების ყველაზე თვალსაჩინო, დამაჯერებელ  მაგალითად. აქ განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ინვესტორთა დაცულობა, საგადასახადო რეფორმა, რაც ჩვენი ფისკალური პოლიტიკის წარმატებაზე მიუთითებს. ანგარიში ცალსახად პოზიტიურია და  მასში საქართველო გამორჩეულია როგორც ქვეყანა, რომელმაც ბოლო წლებში ბევრი გააკეთა, რათა განვითარების სწორ გზაზე დამდგარიყო, რაც გულისხმობს ქვეყნის მიზანს მიაღწიოს სიღარიბიდან კეთილდღეობამდე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.

შეგახსენებთ, საქართველომ 2020 წლის „კეთილდღეობის ინდექსში" შეფასების 100%-ანი სკალიდან 61.8%-ი მიიღო და სარეიტინგო პოზიცია 53-ე ადგილზე შეინარჩუნა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!
შსს - სამართალდამცველებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 2 პირი დააკავეს
კახა კალაძე: ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს
კახა კალაძე: ყველა იბრძვის იმისათვის, რომ უცხოური გავლენები შეამციროს თავიანთ ქვეყნებში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics