06:05 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-19 14:58:03, 545 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - „ნამახვანიჰესის" პროექტი პიკზე საქართველოს 2000-ზე მეტ მოქალაქეს დაასაქმებს, პირველ რიგში ადგილობრივ მოსახლეობას

„ნამახვანიჰესი  ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია  ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით. პროექტი ძალიან კარგადაა გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით, სერიოზული განხილვები ჰქონდათ გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით და დიდი გეგმა აქვთ. დარწმუნებული ვარ, რომ პირველ რიგში კომპანიის აქტიურობით, ჩვენი მედიაციით ეს პროცესი თანდათან მშვიდობიანად განიმუხტება", - ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ნამახვანი ჰესის მშენებლობის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციის კომენტარისას განაცხადა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ინვესტორი, კომპანია „ენკა" ძალიან აქტიურად მუშაობს მოსახლეობასთან, მათ შორის სოციალური პროექტების განხორცილების მიმართულებით. „ინვესტორი ძალიან აქტიურად მუშაობს მოსახლეობასთან, მანამდეც მუშაობდა და სწორედ ამის გამო ძალიან შეთანხმებულად ჩატარდა იგივე მიწების გამოსყიდვა, კომპენსაციების დარიგება, ინვესტორი მთელ რიგ სოციალურ პროექტებს ახორციელებს და ადგილობრივი მოსახლეობა საკმაოდ კარგადაა ჩართული ამ პროექტიდან გამომდინარე სხვადასხვა სოციალურ პროგრამაში", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. 

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტის მიმდინარეობისას იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის - დღესდღეობით მოსამზადებელი სამუშაოს ფარგლებშიც ძალიან დიდი დოზით სწორედ ადგილობრივი, ახლომდებარე სოფლების მოსახლეობაა დასაქმებული. მინისტრის ინფორმაციით, პიკზე პროექტი საქართველოს 2000-ზე მეტ მოქალაქეს დაასაქმებს და პირველ რიგში, ეს რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. 

„მთლიანობაში, რასაკვირველია, კარგი არ არის, როდესაც მსგავსი ექსცესები ახლავს მსხვილ პროექტებს და ისიც მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი. ზოგადად, ბევრ ქვეყანაში როდესაც დიდი პროექტები ხორციელდება, რომელსაც აქვს გარკვეული გავლენა გარემოზე, საკმაოდ რთული ინჟინერია და სამშენებლო მიზანი გააჩნია, ისმის ხოლმე კითხვები, არის გარკვეული პროტესტის გამოხატვა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა, თუმდა, მისი განმარტებით, ის ფაქტი, რომ ნებართვაში გარკვეული პირობებია ჩადებული, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება ძალიან დიდი პასუხისმგებლობით და სიფრთხილით ეკიდება მსგავსი პროექტების უსაფრთხოების თემას.

„ამიტომ ინვესტორი ვალდებულია, თითოეულ ეტაპზე ცალკე მოიპოვოს ჩვენგან თანხმობა მხოლოდ და მხოლოდ ძალიან სერიოზული დასაბუთების საფუძველზე და ჩვენ მკაცრ მონიტორინგს ვაწარმოებთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics