14:48 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-19 14:06:14, 520 ნახვა

კომენტარი
მაჭავარიანი დღგ-ის დაბრუნებაზე: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი, რომ სახელმწიფო რეფორმას არა თუ ანელებს, არამედ ყველაზე აქტიურად ახორციელებს

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი და განაცხადი, რომ სახელმწიფო მისთვის ფისკალურად ყველაზე რთულ დროს, რეფორმას არა თუ ანელებს, არამედ ყველაზე აქტიურად ახორციელებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 17 ნოემბრიდან ამოქმედდა სისტემა, რომლის შედეგადაც დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დასაბრუნებლად აღარაა საჭირო გადასახადის გადამხდელის დასტური - თითოეულ გადამხდელს თანხა ავტომატურ რეჟიმში დაუბრუნდება იმ საბანკო ანგარიშზე, რაც გადაგზავნილია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.

მისი თქმით,  გაიწია მნიშვნელოვანი სამუშაო, რათა საბოლოოდ გასწორებულიყო ბაზები, ასევე, დაიხვეწა რისკის პროგრამა, რათა მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს პროცესი.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, 2019 წელს გადასახადის გადამხდელებს  ზედმეტად გადახდილი გადასახადიდან, დაუბრუნდა 614 მილიონი ლარი,  2020 წელს, დღეის მონაცემებით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული კრიზისისა, მიუხედავად საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებისა, ჩვენ დავაბრუნეთ 811 მლნ ლარი და წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 1 მილიარდ ლარამდე იქნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, დღევანდელი კონტექსტის, დღევანდელი საბიუჯეტო წნეხის გათვალისწინებით, რომელიც გამომდინარეობს შემოსავლების კლებიდან. ვფიქრობ, ამ სიგნალს სათანადოდ დააფასებს ჩვენი ბიზნესსექტორი, რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღდგენის პროცესს. ისინი უფრო თამამები იქნებიან თავიანთ საინვესტიციო გადაწყვეტილებებსა და ბიზნესსაქმიანობაში. ჩვენ სწორედ ამ მიზნის მიღწევა გვსურდა, რომ  ყველანი უფრო მეტი ოპტიმიზმით აქტიურად შევუდგეთ იმ აღდგენის პროცესს, რომელიც  2021 წელს გველოდება“,  - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
კალაძე „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე - ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვას
კალაძე ოპოზიციაზე - იმის მაგივრად, ყველას მოუწოდონ, ჟურნალისტებს ხელი არ შეუშალონ სამუშაო პროცესში, მათ აბულინგებენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics