|
2015-09-24 19:29:42, 724 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმში ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბათუმში ახალი მასშტაბური პროექტის, მულტიფუნქციური კომპლექსის პრეზენტაციას დაესწრო. ეკონომიკის სამინისტრს ინფორმაციით, ოპერატორ კომპანიასთან, შემდგომში ორი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის შესახებ, ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის მეთაურმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა. როოგრც უწყებაში აცხადებენ, პროექტ „თეთრი იალქნების“ მშენებლობას შპს „ეიერ-მერიდიანსი“ ახორციელებს. კომპანია რამდენიმე წლის განმავლობაში პროექტში 30 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. პროექტის თანახმად, სასტუმროების გარდა აქ აშენდება არანაკლებ 6 აპარტ-ოტელი, სამორინე, საკონფერენციო დარბაზი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტები, მოეწყობა არანაკლებ 13 000 (ცამეტიათასი) კვ.მ-ზე მიწის ნაკვეთზე სარეკრეაციო ზონა და ავტოსადგომი. დიმიტრი ქუმსიშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, სადაც საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მე-2 კვარტლის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დადებითი მაჩვენებლებია, იზრდება ინვესტიციების მოცულობა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს. „შესაბამისად, ჩვენ ყველა რეგიონში გვაქვს ახალი პროექტები და ინვესტიციები“, - აღნიშნა მინისტრმა. პროექტის მიმდინარეობისას რეგიონში იქმნება ასობით ახალი სამუშაო ადგილი -მშენებლობის პროცესში მინიმუმ 300 ადამიანი დასაქმდება, კომპლექსის ამოქმედების შემდეგ კი ობიექტზე 250 ადამიანი. დასაქმებულთა არანაკლებ 80%-ის აქართველოს მოქალაქე იქნება.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)