23:33 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-18 10:22:26, 432 ნახვა

საზოგადოება
სამედიცინო ასოციაციები ექიმ გათენაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებენ

დაუშვებელია ონისე გათენაშვილის გარდაცვალება პანდემიით ავხსნათ და იგი ახალი კორონავირუსის კიდევ ერთ, მორიგ მსხვერპლად აღვიქვათ, - ამის შესახებ განცხადებას სამედიცინო ასოციაციები ავრცელებენ.

მათივე ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ამ ტერიტორიის ფაქტობრივ მაკონტროლებელს

„საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დაბა ახალგორის საავადმყოფოს ქირურგის, ონისე გათენაშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახსა და კოლეგებს.

ჩვენ, საექიმო პროფესიის წარმომადგენლებს, მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია ონისე გათენაშვილის გარდაცვალება პანდემიით ავხსნათ და იგი ახალი კორონავირუსის კიდევ ერთ, მორიგ მსხვერპლად აღვიქვათ. ექიმის სიკვდილის ფაქტი კიდევ ერთხელ აშიშვლებს უკანონო რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებს, მის მიერ არაერთხელ ხელყოფილი ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების საკითხში.

ჩვენ, სამედიცინო პროფესიის წარმომადგენლები ვადასტურებთ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა ჩვენი უპირველესი საზრუნავია, ხოლო ოკუპირებული ახალგორი ისევე, როგორც ცხინვალი - საქართველოა! ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, გარანტირებული უნდა იყოს საქართველოს „მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე“.

ჩვენ, საექიმო პროფესიის წარმომადგენლები ვთვლით, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ამ ტერიტორიის ფაქტობრივ მაკონტროლებელს და ამასთანავე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უკანონოდ ჩაკეტილი დაბა ახალგორის იზოლაციაში დარჩენილი მოსახლეობისთვის კვალიფიცირებული სამედიცინო თუ სოციალური დახმარების გაწევის მიზნით, უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას და მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რათა არ დაუშვას იქ არსებული ჰუმანიტარული კრიზისის გაღრმავება“, - აღნიშნულია განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics