10:14 - 22 Jul, 2026
|
2020-11-17 19:39:39, 1386 ნახვა
პოლიტიკა
მაიკ პომპეო საქართველოში ჩამოვიდა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. მაიკ პომპეოს თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. თბილისის აეროპორტში აშშ-ს სახელმწიფოს მდივანს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ელჩები დახვდნენ. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს ხვალ, 18 ნოემბერს გამართავს. როგორც ცნობილია მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება. ამასთანავე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს დაგეგმილი აქვს შეხვედრა საქართველოს არასამთავრობო სექტორთან.
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)