|
2020-11-17 11:41:39, 514 ნახვა
საზოგადოება
ვოლვომ ყველაზე ექსტრემალური ქრაშ-ტესტი ჩაატარა
ვოლვომ ისტორიაში ყველაზე ექსტრემალური და მნიშვნელოვანი ქრაშ-ტესტი ჩაატარა, ავტომობილები 30 მეტრის სიმაღლიდან ჩამოაგდო და ტესტის მეშვეობით ავტოსაგზაო შემთხვევების ყველაზე ექსტრემალური სცენარების იმიტაცია გახადა შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას „თეგეტა მოტორსი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ტესტირებისას ათი სხვადასხვა მოდელის ვოლვო რამდენჯერმე ჩამოაგდეს ამწედან. ვარდნის დაწყებამდე „ვოლვო ქარსის“ უსაფრთხოების ინჟინრებმა ზუსტი გათვლები გააკეთეს, თუ რა ძალა დასჭირდებოდა თითოეულ ავტომობილს დაზიანების სასურველი დონის მისაღწევად. „ჩვეულებრივ, ავტომობილების ტესტირებებს ვახდენთ მხოლოდ ლაბორატორიაში, პირველად მოხდა, რომ ავტომობილები ამწედან ჩამოვაგდეთ. ჩვენ ვიცოდით ტესტის შემდეგ უკიდურეს დეფორმაციას დავინახავდით და ეს გავაკეთეთ იმისთვის, რომ სამაშველო ჯგუფისთვის მუშაობის რეალური გამოწვევა მიგვეცა. ჩვენ მრავალი წელია მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შვედეთის სამაშველო სამსახურებთან, რადგან საერთო მიზანი გვამოძრავებს - გავხადოთ გზები უფრო მეტად უსაფრთხო. ვიმედოვნებთ, რომ არასდროს არავის მოუწევს მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის გამოცდა, მაგრამ ყველა უბედური შემთხვევის თავიდან აცილება შეუძლებელია. სწორედ ამიტომ ვნერგავთ უსაფრთხოების ახალ მეთოდებს, რომ შევძლოთ მეტი სიცოცხლის გადარჩენა“, - განაცხადა „ვოლვო ქარსის“ ავტოსაგზაო შემთხვევების კვლევის ჯგუფის უფროსმა მკვლევარმა ჰაკან გუსტაფსონმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)