22:08 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 13:21:09, 374 ნახვა

პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი: სანქციები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ხორციელდება, ეფექტურია

სანქციები, რომლებიც  რუსეთის წინააღმდეგ ხორციელდება, ეფექტურია,-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა  ევროსაბჭოში რუსეთისთვის  ხმის უფლების  აპრილამდე შეჩერებასა და სანქციებთან  დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

"ის,  რაც ხდება მსოფლიოში,  ყოვლად მიუღებელია და სანქციები,  რაც  რუსეთის წინააღმდეგ ხორციელდება,  ეფექტურია. ამიტომ, მიმაჩნია, რომ უნდა გაგრძელდეს ეფექტურად სანქციების გამოყენება",-აღნიშნა ზაქარეიშვილმა. 

კითხვაზე-რაში გამოიხატება სანქციების ეფექტურობა, ზაქარეიშვილმა ასე უპასუხა:

"მიმაჩნია, რომ რუსეთი უფრო ფიქრობს თავის ნაბიჯებზე და  საზოგადოებაში ხდება გარკვეულწილად დიფერენცირება მოსაზრებებისა,  რამდენად სწორია რუსული პოლიტიკა",-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება აპრილამდე არ მისცეს. ცნობისთვის,  ევროსაბჭომ რუსეთს ხმის უფლება ყირიმის ანექსიის გამო ჩამოართვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics