|
2020-11-14 12:55:33, 766 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - ცესკოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი დაავიწროვა
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ცესკოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი დაავიწროვა. მისი თქმით, დიალოგის მაგიდაზე ერთადერთი საკითხი, ხელახალი არჩევნები დარჩა. „ჯერჯერობით კონკრეტულ შედეგზე საუბარი ნაადრევია, რადგან მხარეთა პოზიციებს შორის არის დიდი განსხვავება. სამწუხარო ფაქტი გახლავთ ცესკოს გუშინდელი სხდომა. სრულიად უკანონო და სამარცხვინო იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს და რომლითაც ოპოზიციას წაართვეს სასამართლოში გასაჩივრების უფლება. მათ დახურეს კარი ოლქების და უბნების გადათვლისა და გადამოწმებისთვის. ამით დაარღვიეს არსებული ვადები და დააჩქარეს გადაწყვეტილების მიღება. ცესკოს ეს გადაწყვეტილება იყო ფაქტორი, რამაც ძალიან დაავიწროვა ჩვენი მოლაპარაკების თემა. შესაბამისად, მოლაპარაკების მაგიდაზე დარჩა ერთადერთი საკითხი, ოპოზიციის შეთავაზება ახალი არჩევნების შესახებ. მხარეები დგანან განსხვავებულ პოზიციაზე, მაგრამ შევთანხმდით, რომ დიალოგი და პროცესი გაგრძელდება. ამ დიალოგის ამოცანა გახლავთ სწორედ ის, რომ ძალიან დაშორებული პოზიციებიდან ნაბი-ნაბიჯ მივიდეთ იმ კომპრომისამდე, რომელიც საჭიროა ამ ქვეყანაში სტაბილურობისთვის. სტაბილურობას სჭირდება აღქმა, რომ ქვეყანას ჰყავს ლეგიტიმური ხელისუფლება და არსებობს კონსოლიდირებული საზოგადოება. ამ ყველაფერს სჭირდება ახალი არჩევნები და განხილვის თემაც ეს არის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. ცნობისთვის, ცესკო-მ ოპოზიციური პარტიების არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)