|
2020-11-12 20:46:38, 608 ნახვა
საზოგადოება
აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე გარდაიცვალა
აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭო განცხადებას ავრცელებს. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2012-2016 წლების საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის - ავთანდილ ბერიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, თანამებრძოლებსა და საზოგადოებას, რომლის სამსახურშიც იყო სიცოცხლის ბოლომდე. ავთანდილ ბერიძემ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება საქართველოსა და მის უსაყვარლეს კუთხეს - აჭარას მიუძღვნა. ეროვნული მოძრაობის დასაწყისშივე ის აქტიურად ჩაება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, რომლის უმთავრეს პრინციპებს უშურველად უერთგულა. სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის პარალელურად, ყოველთვის იდგა იმ ადამიანების გვერდით, ვისთვისაც საქართველოს წინსვლა, აღმშენებლობა ცხოვრებისა და მოღვაწეობის უპირველესი მიზანი იყო“, - ვკითხულობთ უმაღლესი საბჭოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ბერიძე ბოლო პერიოდში სიმსივნეს ებრძოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)