|
2020-11-11 12:05:09, 486 ნახვა
საზოგადოება
პეკინის გამზირიდან ბალანჩივაძის ქუჩამდე არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ამ დროისთვის, საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირის N4-დან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, ბალანჩივაძის ქუჩამდე არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, გზის კაპიტალური სამუშაოები 7 500 კვ.მ ფართობზე ხორციელდება, სადაც საკომუნიკაციო ჭები შეიცვლება და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. საგზაო სამუშაოები, რომლის ღირებულება 500 000 ლარს შეადგენს, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით ხორციელდება. აღნიშნულ მისამართზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარე კვირის ბოლოსთვის დასრულდება. გარდა ამისა, 26 მაისის მოედანზე მოეწყო გზაგამყოფი კუნძულები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, განთავსდა ტრანსპორტის ახალი მოსაცდელები, ქვეითთა გადასასვლელები და საგზაო მონიშვნები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)