|
2020-11-09 13:04:45, 585 ნახვა
სამართალი
კახა საბანაძე: მედიის წარმომადგენლების მიმართ დამიზნებით წყლის ჭავლის გამოყენება არ მომხდარა
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. როგორც კახა საბანაძემ აღნიშნა, გუშინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გამართულ აქციაზე მედიასაშუალების წარმომადგენელთა მიმართულებით დამიზნებით წყლის ჭავლი არ ყოფილა გამოყენებული. "წყლის ჭავლი გამოყენებული იყო იმ მიმართულებით, საიდანაც მომდინარეობდა საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების საფრთხე. იმის განსაზღვრა, სად იდგა მედიის წარმომადგენელი, მერწმუნეთ, აქციის მართვის პროცესში იყო რთული, თუმცა, დამიზნებით წყლის ჭავლის გამოყენება არ მომხდარა. მხოლოდ და მხოლოდ წყლის ჭავლი გამოყენებულ იქნა იმ პროტესტანტების მიმართ, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელებზე და ცდილობდნენ ცესკოს შენობაში უკანონოდ შესვლას. ჩვენი მხრიდან გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა", - განაცხადა კახა საბანაძემ.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)