|
2020-11-09 12:45:32, 472 ნახვა
სამართალი
კახაბერ საბანაძე - როდესაც ჯანმრთელობის ხელყოფის მყისიერი საფრთხე არსებობს, პოლიციელს აქვს უფლება, გაფრთხილების გარეშე გამოიყენოს სპეციალური საშუალებები
„როდესაც პოლიციელის ან საზოგადოების წევრის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის მყისიერი საფრთხე არსებობს, პოლიციელს აქვს უფლება, გაფრთხილების გარეშე გამოიყენოს სპეციალური საშუალებები“,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ დღეს, სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ გუშინ ავხსენით და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, წყლის ჭავლი, როგორც იძულების სპეციალური საშუალება, გამოყენებულ იქნა კანონის სრული დაცვით. კერძოდ, პოლიციის შესახებ კანონის 31-ე მუხლის თანახმად, პოლიციელს აქვს უფლება, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, მაშინ, როდესაც საფრთხე ემუქრება პოლიციელის და ზოგადად, საზოგადოების წევრის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, როდესაც რეალობიდან გამომდინარე არ არსებობს გაფრთხილების საშუალება, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები. წყლის ჭავლი სწორედ ამ კანონის დაცვით იქნა გამოყენებული. მაშინ, როდესაც არსებობს მყისიერი საფრთხე, პოლიციელის ან საზოგადოების წევრის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის, ან არ არსებობს იმგვარი მდგომარეობა, რომ მოხდეს გაფრთხილება, პოლიციელს აქვს უფლება, გაფრთხილების გარეშე გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, ამ შემთხვევაში წყლის ჭავლი“,- განაცხადა კახაბერ საბანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)