20:35 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-09 10:18:02, 604 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას დღესაც გამართავს

ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება.

ოპოზიციონერი ლიდერები და მათი მხარდამჭერები პარლამენტის შენობასთან 18:00 საათზე შეიკრიბებიან.

მათი მოთხოვნები უცვლელია: გადადგეს თამარ ჟვანია, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდეს პოლიტპატიმრები.

ცნობისთვის, გუშინ, 8 ნოემბერს ოპოზიციურმა პარტიებმა და მათმა მხარდამჭერებმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გამართეს. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაინაცვლეს. მათ ცესკოს ეზოში სურდათ შესვლა, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა მათ არ მისცეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics