|
2015-01-29 12:41:02, 1084 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია: მერიაში არაა იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც სამსახურში არ დადიოდნენ
" იმ თანამშრომლების ადგილი, რომლებიც არ დადიოდნენ სამსახურში და არაჯეროვნად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას, მერიაში არ არის",-ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია სასამართლოს მიერ გამართლებული მერიის თანამშრომლების, სამსახურში აღდგენის მოთხოვნას. როგორც ნარმანიამ განმარტა, მერია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. "მერია არაფერს არ აპირებს გარდა იმისა, რომ მეორე ინსტანციაში გასაჩივრდება პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.თანამშრომლები, რომლებიც არ დადიოდნენ სამსახურში, თანამშრომლები, რომლებიც არაჯეროვნად ასრულდებდნენ თავიანთ მოვალეობას, ასეთი ადამიანების ადგილი მერიაში არ არის",-განაცხადა დავით ნარმანიამ. შეგახსენებთ, სასამართლომ თბილისის მერიასა და ყოფილ თანამშრომლებს-გირშელ ბართაიას, ლევან ხაბეიშვილსა და ნინო ქაცარავას შორის დავა, ამ უკანასკნელების სასარგებლოდ გადაწყვიტა. ცნობისთვის, გირშელ ბართაია, ლევან ხაბეიშვილი და ნინო ქაცარავა დავით ნარმანიას ბრძანებით გაათავისუფლეს. მერიის თანამშრომლების მტკიცებით, დაკავებული თანამდებობებიდან უკანონოდ გათავისუფლდნენ და მათ ნაცვლად უწყებაში ახალი ხელმძღვანელობის ნათესავები დაასაქმეს, რომლებსაც არანაირი გამოცდილება არ ჰქონიათ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)