|
2020-11-08 16:35:43, 736 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - თქვენ ხართ უბედურება, შავი ჭირი, ჩვენ კი ვარდების რევოლუციის თაობა, რომელიც არ შეეგუება სიყალბეს
ჩვენ ვართ კანონმორჩილი, მშვიდობიანი, ვარდების რევოლუციის თაობა, რომელიც სიყალბეს არასდროს მიიღებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე განაცხადა. „ადამიანებმა, იმიტომ, რომ საკუთარი პროპაგანდისტული არხების ეთერზე დაეწერათ „გარეჯი საქართველოა“, ამისთვის ციხეში ორი ადამიანი დაიჭირეს. მარტო ამისთვის. სად არის ახლა „გარეჯი საქართველოა“, მაგრამ თქვენ არ ხართ საქართველო, თქვენ ხართ იუმორინა, უბედურება, შავი ჭირი, რომელსაც ჩამოირეცხავს ქართველი ხალხი. ეს არის რეჟიმი, რომელმაც გუშინ ორ ადამიანს საკუთარი ძმაკაცის მკვლელობა დააბრალა, რადგან ამ მოლოხს აჭამოს და კვებოს თავისი პროპაგანდისტული საშუალებებით. მეგობრებო, სირცხვილია, ვინც ამ პროპაგანდაში ხართ. სირცხვილია, შვილები გყავთ, რას აკეთებთ. გარეჯი მართლაც საქართველოა, სად არის, რატომ აღარ წერია თქვენს ეკრანზე, თუ ეს არჩევნებისთვის არ იყო გამიზნული, თქვენ ხართ აფერისტები. მინდა, ყველა პოლიტპატიმარი გავამხნევო, მალე განთავისუფლდებით მეგობრებო, არ შეშინდეთ და არ შედრკეთ, რადგან ხალხმა გაიღვიძა. დიდი ხანი ითმინა საზოგადოებამ. ჩვენ ვართ კანონმორჩილი, მშვიდობიანი, ვარდების რევოლუციის თაობა, რომელიც სიყალბეს არ მიიღებს არასდროს, რომელიც დიდი ხანი მოითმენს, მაგრამ თუ შედგა ერთობა, ეს ერთობა გადახაზავს ყველაფერს. მეგობრებო, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დემოკრატიისთვის, მშვიდობისთვის, რადგან ამ ქვეყანაში იყოს კეთილდღეობა. ოპოზიციის ერთობა უმნიშვნელოვანესია დღეს, როგორც არასდროს. ყველას ესმის, რომ ამ პარლამენტში შესვლა პარლამენტში შესვლა კი არ არის, „ქართულ ოცნებაში“ შესვლაა. პირდაპირ კომპარტიაში შესვლა. ივანიშვილის საქართველო არის ჩრდილოეთ კორეა. დღეს კობახიძე გამოვიდა და დააანონსა, რომ აპირებდა ჩვენი თავების დათვლას. მაშინ მეგობრებო, ხელებაწეულები, როგორც მშვიდობიანი, შეუპოვარი ხალხი, დავენახოთ ამ უბადრუკებს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)