2020-11-08 15:26:45, 5416 ნახვა
Lifestyle
ლედი გაგა, ჯო ბაიდენს გამარჯვებას ულოცავს - ჩვენ მივხვდით, რომ მუდმივი ტერორი დასრულდა
"ჩვენ მივხვდით, რომ მუდმივი ტერორი დასრულდა და შეგვიძლია მშვიდად ვიცხოვროთ", - ასე ეხმაურება უცხოელი პოპ-ვარსკვლავი ლედი გაგა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვებას. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედიასაშუალება eonline.com ავრცელებს. მისივე თქმით, ეს განსაკუთრებული თარიღია, რომელმაც ბევრი რამე უნდა შეცვალოს ამერიკელი ხალხისთვის. ვარსკვლავმა, რომელსაც 45 მილიონი გამომწერი ჰყავს, თავის istagram გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ემოციურად მიმართავს თავის მსმენელს და ცრემლების შეკავება უჭირს. "იმედი მაქვს ყველა ზეიმობთ, მე მჯერა, რომ ყველამ იცით თუ რამდენად დიდი ცვლილებების დასაწყისია ამერიკისთვის დღევანდელი დღე, ჯო ბაიდენის პრეზიდენტად არჩევა. უნდა იცოდეთ, რომ თქვენს ხმებს ძალიან დიდი ძალა აქვს. მე გულწრფელად ძალიან ბედნიერი ვარ, ეს არის დღეს, როდესაც ძალიან ბევრმა ადამიანმა იგრძნო, რომ ტერორისა და აგრესიის პირობებში ცხოვრება დასრულდა, ახლა ყველამ მშვიდად უნდა იგრძნოს თავი", - აცხადებს ლედი გაგა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ცვლილების შემდეგ ყველას შეუძლია წავიდეს სახლში და უბრალოდ ბედნიერების ნიშნად ჩაეხუტოს თავის ოჯახის წევრებს. მოგვიანებით მან ასევე ბაიდენსა და ჰარისს ინსტაგრამის პოსტი მიუძღვნა, სადაც წერდა, რომ პირველად ამერიკის ისტორიაში ხალხმა პირველი ფერადკანიანი და პირველი აზიელ-ამერიკელი ვიცე-პრეზიდენტი ქალი აირჩია და ეს სასიამოვნო / საამაყო ფაქტია ამერიკული საზოგადოებისთვის. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
ომი უკრაინაშიუკრაინის დაზვერვა - მოსკოვის აეროდრომზე რუსების ვერტმფრენი Ka-32 გავანადგურეთ
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|