|
2020-11-06 15:11:01, 529 ნახვა
სამართალი
მებაჟე ოფიცრების მიერ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში კვლავ გამკაცრებულია კონტროლის პროცედურები, როგორც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების, ასევე სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და ქვეყანაში შემავალი საერთაშორისო საფოსტო გზავნილების მიმართ. აღნიშნული კონტროლის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,აეროპორტის" გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სხვადასხვა მკაცრად აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრებმა, საფოსტო გზავნილის საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (საერთო წონით: 137 გრამი, 217 აბი და 10 ფირფიტა ) აღმოაჩინეს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)