|
2020-11-06 11:37:46, 475 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მეტროსადგურებში, პიკის საათებში, მგზავრთა ნაკადის კონტროლი დაიწყო
ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დღეიდან „ვარკეთილის“, „ახმეტელის თეატრის“, „დიდუბისა“ და „სადგურის მოედნის“ მეტროსადგურებზე, პიკის საათებში, რიგების მართვის მეშვეობით, მგზავრთა ნაკადის კონტროლი დაიწყო. თბილისის მეტროპოლიტენში სპეციალურ ღონისძიებებს, დედაქალაქის მერია საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოების მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ახორციელებს. „თბილისის რამდენიმე მეტროსადგურში პიკის საათებში მგზავრთა ნაკადების მართვა სპეციალური გამყოფი ბარიერებისა და ზიგზაგების საშუალებით მოხდება. პირველ ეტაპზე, 4 მეტროსადგური შეირჩა, სადაც უფრო მეტია მგზავრთა ნაკადი. ეს მეტროსადგურებია: „ვარკეთილის“, „ახმეტელის თეატრის“, „დიდუბისა“ და „სადგურის მოედნი“. მგზავრებს მოვუწოდებთ, დაიცვან 2-მეტრიანი დისტანცია ამ მეტროსადგურების შესასვლელებში, ისევ და ისევ მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, - განაცხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერმა, თამაზ რობაქიძემ. თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეკომენდაციები ზედმიწევნით დაიცვან და გაუფრთხილდნენ საკუთარი და ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)