|
2020-11-05 15:05:27, 623 ნახვა
საზოგადოება
მთავრობა არ გამორიცხავს, რომ საღამოს საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწედეს
ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, საღამოს საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწედეს. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად აუცილებელია მობილობის დაგდება. „საბჭო მსჯელობს, თუ რა დამატებითი ღონისძიებების და წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელების შენელება მოხდეს. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, როგორიც არის მაგალითად საღამოს საათებში, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა, ეს შეიძლება იყოს უქმე დღეებში, ან კვირის რომელიმე ერთ კონკრეტულ დღეს ან სხვადასხვა დასახლებებში, ასევე, როგორც ტრანსპორტის შეჩერება, ასევე სხვადასხვა დიდი სავაჭრო ცენტრების, ან სხვადასხვა სახის დიდი გადაადგილების - ბაზრობების, ან ბაზრების მუშაობის შეჩერება. ეს არის ყველა ისეთი ღონისძიება, რომელიც არის წერტილოვანი ხასიათის, რომელიც იქნება გამოყენებული იქ და იმ დროს, როდესაც ამის აუცილებლობა იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე და ყველა ამ ღონისძიების გამოყენება არის ის პრაქტიკა და იმ ცოდნაზე დაფუძნებული, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)