|
2020-11-05 12:18:12, 473 ნახვა
საზოგადოება
ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის თანამშრომელს მსჯავრდებულებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
საქართველოს სახალხო დამცველი ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილი საარჩევნო უბანის შედეგების გაუქმებას ეხმაურება. მათი ინფორმაციით, ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიმართ უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეშლას და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს რამდენიმე მსჯავრდებულის მხრიდან. „2020 წლის 31 ოქტომბერს დაბა ქსანში მდებარე N15 დაწესებულებაში გახსნილ საარჩევნო უბანზე სახალხო დამცველის აპარატის სპეციალური პრევენციული ჯგუფის ad hoc ვიზიტის დროს, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა შეგვემოწმებინა როგორც ზოგადი მდგომარეობა, ასევე, პატიმრებისთვის საარჩევნო ხმის უფლების თავისუფალი გამოვლენის შესაძლებლობა, ადგილი ჰქონდა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიმართ უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეშლას და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს რამდენიმე მსჯავრდებულის მხრიდან. ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის დაწესებულების დირექტორი და მათი მხრიდან სათანადო რეაგირება არ განხორციელებულა“, - განაცხადეს ომბუდსმენის აპარატში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)