23:44 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 12:30:36, 353 ნახვა

პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე: რუსეთის მხრიდან აგრესიული პოლიტიკის კურსი გრძელდება

რუსეთის მხრიდან აგრესიული პოლიტიკის კურსი გრძელდება,-ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ევროსაბჭოში რუსეთისთვის ხმის უფლების შეჩერების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით  დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, რუსეთი აგრესიულ პოლიტკას როგორც უკრაინის, ისე საქართველოს მიმართ აგრძელებს.

"რუსეთი განაგრძობს თავის  აგრესიულ პოლიტიკას. როგორც უკრაინის მიმართულებით, ასევე საქართველოს მიმართულებით. თქვენ იცით, რომ ხელშეკრულება დაიდო აფხაზეთსა და რუსეთს შორის, ანალოგიური ხელშეკულების დადება იგეგმება სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მხრიდან აგრესიული პოლიტიკის  კურსი გრძელდება",-განაცხადა მინდია ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics