|
2020-11-05 10:27:18, 420 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი СOVID-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი СOVID-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა.მხარეებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკასა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა , სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობაც შეაფასეს. აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს კლინიკებში დამატებით საწოლების მობილიზებას. საუბარი შეეხო, პაციენტების ჰოსპიტალიაზაციასა და გაწერის კრიტერიუმებსაც. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ბოლო პერიოდში სამედიცინო დაწესებულებებში ადგილების ნაკლებობას. კლინიკების ხელმძღვანელებთან ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს პაციენტების მართვა, რათა ამ კუთხით არსებული შეფერხებები თავიდან ავიცილოთ. განვიხილეთ , კოვიდ სასტუმროების მართვის მოდელიც. ამ კუთხით მნიშნელოვანია, რომ გაიზარდოს სანდოობა. ვიმსჯელეთ პირველადი ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებაზეც . ვფიქრობ , რომ კლინიკების ხელმძღვანელების ჩართულობა საინფორმაციო კამპანიაში მნიშნელოვანია, რადგან მოქალაქეებმა კარგად იცოდნენ , თუ როგორ ხდება პაციენტების სტაციონარში მოთავსება და შემდგომში მათი ბინაზე გაწერა. ეს СOVID-19-ის მართვის პროცესს უფრო გამჭირვალეს გახდის“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
რა წერია განათლების რეფორმის კონცეფციაში რომელსაც კობახიძემ ხელი მოაწერა
მეთორმეტე კლასის შესაძლებლობა დარჩება ნებაყოფლობითი და სწავლა წარიმართება წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე
აშშ-ში თოვლის ქარბუქის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა
ხარკოვის ოლქში რუსული საჰაერო დარტყმა მატარებელზე: 5 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
რა წერია განათლების რეფორმის კონცეფციაში რომელსაც კობახიძემ ხელი მოაწერა
45 ტროლი, რომელსაც პროპაგანდა BBC-ის წინააღმდეგ იყენებდა
ომი უკრაინაში
ხარკოვის ოლქში რუსული საჰაერო დარტყმა მატარებელზე: 5 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა
ზელენსკი მზადაა პუტინთან შესახვედრად „ტერიტორიული საკითხის“ განსახილველად
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)