04:33 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-04 16:26:46, 593 ნახვა

საზოგადოება
თბილისის სახელოვნებო სკოლები ხვალიდან დროებით დაიხურება

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, თბილისის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლებში ხვალიდან ადგილზე მუშაობა დროებით შეჩერდება.

თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში გარკვეულ სახელოვნებო დარგებში სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. იმ დარგებში კი, სადაც დისტანციური სწავლება პრობლემას წარმოადგენს, საგანმანათლებლო პროცესი დროებით შეჩერდება.

დაინტერესებულმა პირებმა, სწავლების ფორმის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, სახელოვნებო სკოლების ადმინისტრაციას უნდა მიმართონ.

სახელოვნებო სკოლებში მუშაობა განახლდება მაშინ, როცა საკოორდინაციო საბჭო და ეპიდემიოლოგები შესაბამის  რეკომენდაციას გასცემენ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics