|
2020-11-04 12:33:50, 444 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - 1 882 უბანზე მაღალი ალბათობით დატრიალებულია ე.წ „ბიძინას კარუსელი“
„დარღვევების ასეთი სტატისტიკა არ ყოფილა არასოდეს აქამდე, თუ არ ჩავთვლით 90-იანების ბოლოს და 2003 წლის არჩევნებს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. კაპანაძის თქმით, როგორც პროპორციულ, ისე მაჟორიტარულ ნაწილში არის მნიშვნელოვანი გადაცდომები, სადაც ბიულეტენების რაოდენობა გაცილებით მეტია არჩევნებზე მისულთა რაოდენობაზე. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ე.წ „ბიძინას კარუსელში“ ჩართული ადამიანების რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასია. „მე დღეს მინდა მოგაწოდოთ სტატისტიკა დარღვევებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ამოვიღეთ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ მიხვდეთ რამდენად შემაშფოთებელი და რამდენად მასშტაბური იყო ის სქემა გაყალბების, რომელიც მუშაობდა. 3847 უბნის ოქმიდან, მაჟორიტარულ ნაწილში, 52%-ში, ანუ 2007 ოქმში არ ჯდება რიცხვები. ანუ, პრაქტიკულად, ყოველი მეორე ოქმი, რომელიც შედგა უბანზე მაჟორიტარულ ნაწილში არჩევნების, არის ხარვეზიანი. ასეთი სტატისტიკა არ ყოფილა არასოდეს აქამდე, თუ არ ჩავთვლით 90-იანების ბოლოს და 2003 წლის არჩევნებს. ამ 2007 ოქმიდან, რომელშიც რიცხვები არის დარღვეული და არ ემთხვევა და რომელიც საფუძველი უნდა იყოს პირდაპირ მათი გაუქმების, ჩვენ ვხედავთ, რომ არის ისეთი უბნები, სადაც ჩაყრილია უბრალოდ ბიულეტენები, ანუ ჩაყრილი ბიულეტენების რაოდენობა აღემატება არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას. ასეთია 125 უბანი, ანუ პრაქტიკულად, 125 უბანი უბრალოდ უნდა გაუქმდეს, იმიტომ, რომ უფრო მეტმა მისცა ხმა, ვიდრე რეალურად მივიდა არჩევნებზე, რაც ფიზიკურად შეუძლებელია. დანარჩენ 1882 უბანზე არის გატანილი ბიულეტენები საარჩევნო უბნებიდან და სავარაუდოდ, მაღალი ალბათობით არის დატრიალებული ე.წ „ბიძინას კარუსელი“. ეს ნიშნავს, რომ თითქმის ყოველ მეორე უბანზე, მაჟორიტარულ ნაწილში ტრიალებდა კარუსელი. 440 უბანზე, მინიმუმ 5 კარუსელი ტრიალებდა, რაც ბუნებრივია, ძალიან ამახინჯებს საარჩევნო შედეგებს", - განაცხადა კაპანაძემ.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)