|
2020-11-03 17:43:55, 643 ნახვა
საზოგადოება
მეწარმე დევნილებს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცემათ
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანამშრომლობის შედეგად, მეწარმე დევნილებს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცემათ. პროექტი დევნილების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერასთან ერთად, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების დასაქმების ხელშეწყობასაც ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, დევნილი მეწარმეები მაქსიმუმ 7500 ლარით დაფინანსდებიან. გრანტის მიღების მთავარ პირობას კი საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი მინიმუმ ერთი პირის დასაქმება წარმოადგენს. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ დევნილებს, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას თბილისში, თბილისის შემოგარენში, წილკანში, წეროვანსა და კოდაში ეწევიან. განაცხადების მიღება, როგორც დევნილთა სააგენტოში (თამარაშვილის ქ. N15ა), ასევე ელექტრონულ ფოსტაზე - info@idp.gov.ge 17 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)