05:42 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-03 11:28:50, 466 ნახვა

საზოგადოება
მტირალას ეროვნული პარკი World Travel Awards-ის გამარჯვებულია

მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ, 2020 წლის World Travel Awards- ის რიგით 27-ე დაჯილდოებაში, მტირალას ეროვნულმა პარკმა ტიტული - „საქართველოს წამყვანი ეროვნული პარკი 2020“ მოიპოვა.

მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ჯილდოს მისაღებად, მტირალას ეროვნულ პარკს კონკურენციას უწევდნენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, კოლხეთის ეროვნული პარკი და ლაგოდეხის ეროვნული პარკი.

მტირალას ეროვნული პარკისთვის ხმის მიცემა, 24 სექტემბრამდე, ნებისმიერ მსურველს, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, ღონისძიების ოფიციალურ საიტზე შეეძლო.

World Travel Awards-ის დაჯილდოება 1993 წლიდან ტარდება და მისი მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო ტურიზმის ინდუსტრიის ყველა სექტორიდან. ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი, კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით, სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული; ეს კატეგორიებია: წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციონები, მიმართულებები, ტუროპერატორები, აგრეთვე, საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები და სხვა.

მტირალას ეროვნული პარკი, რომელიც ბათუმიდან 30 კმ-ში მდებარეობს, 2007 წელს შეიქმნა. საქართველოში, ის ყველაზე  ნალექიანი ადგილია, და სწორედ ამიტომ ჰქვია მას „მტირალა“. პარკის ტერიტორია უნიკალური ტყითა და ბუჩქნარითაა დაფარული. მტირალას ეროვნული პარკი ვიზიტორებს მრავალფეროვან ეკოტურისტულ სერვისებს სთავაზობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics