19:09 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 23:04:02, 556 ნახვა

პოლიტიკა
დღის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 289 საჩივარი

დღის განმავლობაში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 289 საჩივარი.- ამის შესახებ, ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

მიქელაცის ინფორმაციით მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება, როგორიცაა საკონტროლო ფურცლის არასრულყოფილი შევსება, მარკირებასთან დაკავშირებული წესების დარღვევა და ა.შ.

„საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყო კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები. კერძოდ, წილისყრით გამოვლინდნენ ბიულეტენების მთვლელები, კომისიის წევრები ითვლიან ხელმოწერების რაოდენობას ყველა სახის ამომრჩეველთა სიებში, ხდება გარკვეული  სახის დოკუმენტაციის დალუქვა, ამის შემდეგ იწყება საარჩევნო ყუთების გახსნა და ბიულეტენების დათვლა.

„შეგახსენებთ, რომ სხვადსხვა ოლქში სხვადასხვა რაოდენობის ბიულეტენია. მაგალითად, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ითვლიან 2-2 ბიულეტენს იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ჩატარდა საქართველოს პარლამენტის არჩევნები, 3-3 ბიულეტენს იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ტარდებოდა საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები, ხოლო 4-4 ბიულეტენს - აჭარის რეგიონში, ვინაიდან აჭარაში საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად, გაიმართა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიებს ბიულეტენების დასათვლელად და შემაჯამებელი ოქმების შესადგენად განსხვავებული დრო დასჭირდებათ.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, განსაკუთრებით მედია წარმომადგენლებს, საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას მშვიდ, სამუშაო ვითარებაში წარმართოს საქმიანობა, რათა ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი“,-განაცხადა ანა მიქელაძემ. 

 

პრეს-სპიკერის თქმით, მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, საარჩევნო უბანზე ყველა კანონით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, ისინი მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც უმოკლეს ვადებში ატვირთავენ საარჩევნო მართვის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობა“ პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
მოლდოვის საგარეო მინისტრი - კიშინეუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე ყოყმანობს - ამან, შესაძლოა, ნეგატიური რეაქცია გამოიწვიოს
ჰანკე ბრუინს სლოტი - ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება საქართველოს EU-ის გზა დააზიანოს
ნინო ნიჟარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ხულოს სოფლის ექიმებთან შეხვედრა გამართა და ჟანგბადის კონცენტრატორები გადასცა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics