|
2020-10-29 11:41:18, 453 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონს მიმდინარე წელს სულ, 23 ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატება
ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა აქტიურად გრძელდება. მიმდინარე წელს, ვაკის რაიონს, სულ, 23 სკვერი შეემატება. მათ შორის, ცხრა მისამართზე პროექტების განხორციელება მიმდინარეობს. აღნიშნულ სკვერებში, სულ, 2 000-მდე ხე-მცენარე დაირგო, კეთილმოეწყო ბავშვთა-გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, დამონტაჟდა სხვა შესაბამისი ურბანული ავეჯი, მოეწყო განათების და სარწყავი ქსელები, რამდენიმე მისამართზე მოიხატა კედლები. დასრულებულ დასასვენებელ სივრცეებს რამდენიმე მისამართზე ვაკის რაიონის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე გაეცნო. “გამწვანება და კეთილმოწყობილი სივრცეების შექმნა - ჩვენი პრიორიტეტია, ამიტომ წლიდან წლამდე მეტი შესაბამისი პროექტის განხორციელებას ვცდილობთ. წელს, ვაკის რაიონის მასშტაბით, სკვერების პროექტების დაგეგმვა 20-ზე მეტ მისამართზე მოვახერხეთ. რეაბილიტირდა და მოეწყო, როგორც მცირე ზომის სივრცეები, ასევე, შედარებით დიდი ზომის სკვერები, სადაც განსაზღვრულია საბავშვო ზონები და დასასვენებელი სივრცეები უფროსებისთვის. სკვერები გალამაზებულია მხატვრების ნამუშევრებით და სხვადასხვა მცენარით. ახალი ინფრასტრუქტურით ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად სარგებლობს და იმედი გვაქვს, ასეთივე მონდომებით გაუფრთხილდება ამ სივრცეებს”, - განაცხადა დავით კვინიკაძემ. სულ, 23 სკვერის მოწყობა-განახლებაზე 3 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. 12 დასასვენებელი სივრცე სრულიად ახალი, 11 კი - რეაბილიტირებული იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)