23:55 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-29 10:55:42, 506 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის - მოსახლეობას არ სჭირდება რევოლუციები

ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის, აღარაფერი დარჩათ გარდა იმისა, რომ იფიქრონ წაგების სცენარებზე, ეს იქნება აღკვეთილი ჩვენი მხრიდან, მოსახლეობას არ სჭირდება რევოლუციები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრი წინასაარჩევნო კვლევებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა ობიექტური კვლევა მოწმობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს.

„პირველ რიგში, ჩვენ დარწმუნებულები ვართ და ამას ყველა ობიექტური კვლევა და მოსახლეობის განწყობა ასახავს, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს პირველივე ტურში და მოიპოვებს უმრავლესობას, რაშიც დარწმუნებულები ვართ და ამის საფუძველს გვაძლევს არა მხოლოდ კვლევები, არამედ ყოველდღური შეხვედრა მოსახლეობასთან, მე და ჩემი კოლეგები მუდმივად ვართ რეგიონებში შეხვედრებზე და ვხედავთ, რომ მოსახლეობა ხედავს გაკეთბულ საქმეებს და დარწმუნებულები ვართ, რომ კვლავაც ნდობის მანდატს მოგვანიჭებს.

რაც შეეხება ოპოზიციის განწყობას, ეს არის სწორედ იმის გამოხატულება, რომ ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის, მათ არაფერი რჩებათ გარდა იმისა, რომ იფიქრონ ძალდობრივ სცენარებზე, რაც დამახასიათებელია რადიკალური ოპოზიციისთვის და აქედან გამომდინარე არის ეს მზადება, რა თქმა უნდა, ეს იქნება აღკვეთილი ჩვენი მხრიდან, მოსახლეობას არ სჭირდება რევოლუციები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics