07:48 - 07 Jul, 2026
|
2020-10-27 22:04:59, 508 ნახვა
საზოგადოება
ცესკო-სთან ახალგაზრდა „ლეიბორისტებსა“ და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა
„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის ცესკოს შენობასთან დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც აქციის მონაწილეებმა შენობაში კარვის შეტანა სცადეს. სამართალდამცავებმა კი ამის საშუალება არ მისცეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. შეგახსენებთ, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ცესკო-ს თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვენ. ამის მიზეზად აქციის მონაწილეები ასახელებენ იმას, რომ ცესკომ დღეს 18:00 საათიდან ინფიცირებულებსა და იზოლაციაში მყოფ პირებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა. აქციის მონაწილეები ცესკოსთან შეიკრიბნენ და "მჯდომარე აქცია" გამართეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)